საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ქვემო ქართლის ისტორიული ცენტრია ქალაქი რუსთავი.
ქვემო ქართლი ადმინისტრაციულად 6 მუნიციპალიტეტად იყოფა:
bolnisis municipaliteti |
gardabnis municipaliteti |
dmanisis municipaliteti |
TeTriwyaros municipaliteti |
marneulis municipaliteti |
walkis municipaliteti |
მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KK. ქვემო ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარე კახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსარის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქართლის ერთი ნაწილი. იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები იხსენიებიან სხვადასხვა სახელებით (თრიალეთი, გაჩიანი, გარდაბანი, ტაშირი, აბოცი, ბამბაკი), რომელთა შინაარსი ხშირად იცვლებოდა.
ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია: სამშვილდის და ხუნანის საერისთავოები, თბილისის საამირო, ტაშირ-ძორაგეთის სამეფო, კლდეკარის, ლორის, გაგის საერისთავოები, საბარათიანო.
ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ ქართველურ ტომ გუგარებს, იმავე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის - გოგარენეს და სომხური გუგარქის სახელწოდება. სავარაუდოა, რომ მათ სამხრეთით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც, რომლებიც ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში ჩამოსახლდნენ.
მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო XIII საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. თემურ-ლენგის ლაშქრობების შემდეგ, რომელსაც თან დაერთო შავი ჭირის ეპიდემია, ქვემო ქართლის მოსახლეობა ამოწყდა. XV საუკუნის მეორე ნახევარში უზუნ ჰასანის ლაშქრობებს მოჰყვა მტკვრისპირა დაბლობში მომთაბარე ელების ჩამოსახლება. 1604 წელს კი შაჰ აბასმა ქართლის მეფეს დებედას ხეობა ჩამოართვა და აქ ბორჩალოს ტომი დაასახლა. ნადირ-შაჰმა 1735 წელს ოსმალებთან გამარჯვების შემდეგ ილაშქრა და ყაიყული და ბამბაკი ერთიანად ირანში გადაასახლა. მან ასევე აჰყარა და ირანში გადაასახლა დემურჩი ასანლუს ტომი, რომელიც ქვემო ქართლში ბინადრობდა ნადირ-შაჰის პოლიტიკას წინ აღუდგა ერეკლე II, მისი მოკავშირე იყო ბორჩალოს ხანი, მათ ქართლში დააბრუნეს სამეფოს საზღვრებიდან აყრილი ელი.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო ქართლი შედის ქვემო ქართლის მხარეში და მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს.
zogadi cnobebi
ქვემო ქართლი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მხარეა. მას თბილისის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ. მხარის ფართობი შეადგენს 6528 კვ.კმ-ს, რაც საქართველოს საერთო ფართობის 10%-ია. საქართველოს მხარეებს შორის ქვემო ქართლს ფართობით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მოსახლეობით მე-3. მოსახლეობა - 497 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე - 76 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რუსთავი. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი - 7: რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრი წყარო, მარნეული, წალკა;
- დაბა - 8: დიდი ლილო, კოჯორი, კაზრეთი, მანგლისი, თამარისი, შაუმიანი, ბედიანი, თრიალეთი;
- სოფელი - 338.
mosaxleoba
ქვემო ქართლის მოსახლეობა 423 986 ადამიანია, რაც საქართველოს მოსახლეობის 11,42 %-ია. მოსახლეობის 51,25 % ეთნიკურად ქართველია, 41,75 % აზერბაიჯანელი, 5,07 % - სომეხი, ხოლო 1,93 % - აფხაზი, ოსი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი და ქურთი. ამასთან, რუსთავში, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ჭარბობენ ეთნიკურად ქართველები, ხოლო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში - აზერბაიჯანელები.
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი |
2002 წ. აღწ. |
2014 წ. აღწ. |
2016' |
2017' |
2018' |
ქვემო ქართლი |
497 530 |
423 986 |
428 000 |
429 700 |
432 300 |
ქ. რუსთავი |
116 384 |
125 103 |
126 100 |
126 800 |
127 800 |
ბოლნისის |
74 301 |
53 590 |
54 700 |
54 900 |
55 300 |
გარდაბნის |
114 348 |
81 876 |
81 600 |
81 300 |
81 300 |
დმანისის |
28 034 |
19 141 |
19 800 |
20 000 |
20 200 |
თეთრიწყაროს |
25 354 |
21 127 |
21 600 |
21 700 |
21 900 |
მარნეულის |
118 221 |
104 300 |
105 200 |
105 800 |
106 500 |
წალკის |
20 888 |
18 849 |
19 100 |
19 200 |
19 300 |
ekonomika
მხარეს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კარგი სატრანსპორტო კავშირები აქვს. აქ გადის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. მთავარი სამრეწველო ქალაქებია რუსთავი და მარნეული. მხარე საქართველოს საერთო საწარმოო მოცულობის 15-20%–ს იძლევა.
|